მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფები ხვალ გაირკვევა

0
26

1 აპრილს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ჯერ მომავალი მუნდიალის 32 მონაწილიდან მხოლოდ 29 გაირკვა. გუნდებო 4 კალათაში გადანაწილდნენ – 8-8 თითოეულში. ყატარი როგორც ტურნირის მასპინძელი პირველ კალათაში მოხვდა. ამავე კალათაშია ფიფას რეიტინგის საუკეთესო  7 გუნდი. წილისყრა თბილისის დროით 20:00 სააათზე დაიწყება.
პირველი კალათა: კატარი, ბრაზილია, ბელგია, საფრანგეთი, არგენტინა, ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია.
მეორე კალათა: მექსიკა, ნიდერლანდები, დანია, გერმანია, ურუგვაი, შვეიცარია, აშშ, ხორვატია.
მესამე კალათა: სენეგალი, ირანი, იაპონია, მაროკო, სერბეთი, პოლონეთი, სამხრეთ კორეა, ტუნისი.
მეოთხე კალათა: კამერუნი, კანადა, ეკვადორი, საუდის არაბეთი, განა, პლეი ოფის გამარჯვებული (1), პლეი ოფის გამარჯვებული (2), პლეი ოფის გამარჯვებული (3).
კენჭისყრას, რომელსაც 2000 სტუმარი დაესწრება, კარლი ლოიდი, ჯერმეინ ჯენასი და სამანტა ჯონსონი გაუძღვებიან. მათ კაფუ (ბრაზილია), ლოთარ მათეუსი (გერმანია), ადელ აჰმედ მალალაჰი (ყატარი), ალი დაეი (ირანი), ბორა მილუტინოვიჩი (სერბეთი/მექსიკა), ჯეი-ჯეი ოკოჩა (ნიგერია), რაბაჰ მაჯერი (ალჟირი) და ტიმ კეჰილი (ინგლისი) დაეხმარებიან.
მომავალი მსოფლიო პირველობა 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.