“დილამ” უკრაინელი მეკარე დაიმატა

0
4

25 წლის უკრაინელი მეკარე დანილო კანევცევი კარიერას ,,დილაში” განაგრძობს. ფეხბურთელი უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
კანევცევს მთელი კარიერა უკრაინაში აქვს გატარებული. მისი პირველი კლუბი  ხარკოვის “მეტალისტი” იყო, რომლიდანაც კარიერა ჯერ ,,ჩერნომორეცში შემდეგ კი ,,ვორსკლაში” გააგრძელა.”დილაში” გადასვლამდე იგი კვლავ მშობლიურ კლუბს – “მეტალისტს”  დაუბრუნდა და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე  იქ ასპარეზობდა. კანევცევს უკრაინის 21 წლამდე ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.