ტაბიძე „უფას“ დაემშვიდობა

0
4

ჯიმი ტაბიძე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც რუსეთის პრემიერ ლიგა დატოვა. რუსული მედიის ინფორმაციით მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
„განშორების დრო დადგა, 5 წელი, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე, ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. გუნდის წარმატებისათვის მუდამ ბოლომდე დახარჯვას ვცდილობდი. მინდა ყველა ფეხბურთელს, პერსონალს და გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, რომელთაგან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობდით. თქვენს გარეშე მოვიწყენ”- დაწერა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სოციალურ ქსელში რომელის, „უფაში“ 2017 წლიდან გამოდიოდა.
შარშან ტაბიძემ ტრავმა მიიღო და მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამო, მიმდინარე სეზონში არცერთი თამაში ჩაატარა.
26 წლის უკანახაზელმა, რომელიც “საბურთალოს” აღზრდილია, “უფას” მაისურით რუსეთის პრემიერ ლიგაში 82 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.