რამაზ სვანაძე: “თამაშის ხარისხით და დამოკიდებულებით უკმაყოფილო დავრჩი”

0
9

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელტა მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გორში ესტონეთთან (4:1) მოგებული მატჩის შედეგით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ თამაშის ხარისხმა და მეორე ტაიმში ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომამ არ დააკმაყოფილა.
რამაზ სვანაძე: „განვლილ მატჩში ყველაზე კარგი რაც გახლდათ ეს იყო ალბათ შედეგი. კარგი სერია გვაქვს და მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგებაც. თუმცა, მეორე მხარეა თამაშის ხარისხი და ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ მეორე ტაიმში ვაჩვენეთ და სიმართლე რომ გითხრათ, ამ ყველაფრით უკმაყოფილო დავრჩი.
მიზანი კვლავ უცვლელია – მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი მატჩი და მზადყოფნაში შევხვდეთ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს. ამ გზაზე ბევრი სირთულე შეგვხვდება. იმ დამოკიდებულებას კი რაც ჩვენ ყველამ ერთად, გუნდმა მეორე ტაიმში გამოვავლინეთ დარწმუნებული ვარ გამოვასწორებთ”.
გიორგი გულიაშვილი (21-წლამდე ნაკრების მოთამაშე): “განვაგრძობთ მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის, ამ წელს ეს პირველი შეკრება იყო და კარგია, რომ წელი გამარჯვებით დავიწყეთ. რაც შეეხება გოლს, ეს ნაკრებში ჩემი პირველი გოლი გახლდათ და ძალიან გახარებული ვარ.”