ლუკა ზარანდია პოლონეთში დაბრუნდა

0
15

ლუკა ზარანდია ისევ პოლონეთის ითამაშებს. 26 წლის ქართველი გარემარბი პოლონეთის რანგით მეორე ლიგის კიელცეს „კორონაში“ ჩაირიცხა, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. მან კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ზარანდია 2019-2020 წლების სეზონის წინ ბელგიის „ზულტე ვარეგემში“ ჩაირიცხა, სადაც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 18 მატჩი ჩაატარა, ხოლო ზამთარში ყაზახეთის კოსტანაის „ტობოლში“ გაანათხოვრეს. შემდეგ, მან მძიმე ტრავმა მიიღო და ბოლო 2 სეზონია „ზულტე ვარეგემში“ არ უთამაშია.
თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილმა ზარანდიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი პოლონურ გდინიას „არკაში“ გაატარა, სადაც 2016-2019 წლებში გამოდიოდა. მან გდინიელებთან ერთად ერთხელ პოლონეთის თასი, ხოლო 2-ჯერ სუპერთასი მოიგო. ის კარიერის განმავლობაში ასევე ბელგიის „გენკში“ ირიცხებოდა, რომლის პირველ გუნდში არ უთამაშია.