გურამ კაშია: “მთავარი ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყებაა”

0
13

საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებთა ტირანაში ჩატარებული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. ვილი სანიოლის გუნდმა ზედიზედ მეოთხე ასპარეზობაში შეინახა მშრალად კარი. ნამატჩევს კომენტარი საქართველოს ეროვნული გნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:
დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვართ და ძალიან ცოტა მომენტს გვიქმნიან. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ამას ცოტა ბურთით თამაში, მეტი მომენტის შექმა და უფრო გამბედავად თამაში სჭირდება. თუ მომენტი ვერ შექმენი, თამაშს ვერ მოიგებ. ამიტომ, ცოტა მეტი გვმართებს. გვაკლდა წამყვანი ფეხბურთელები და იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელად იქნებიან ოფიციალური თამაშებისთვის. ძალას შეგვმატებენ და უფრო მეტ კრეატიულობას შემოიტანენ ჩვენს თამაშში.
დადებითად შევაფასებ ამ კვირას. ბოსნიასთან გამარჯვების შემდეგ, დღეს ძალიან მძიმე თამაში გვქონდა. ალბანეთი კარგი გუნდია, გასვლაზე ვითამაშეთ და რამდენიმე დღე გვქონდა ძალების აღსადგენად.
მსურს, ერთა ლიგის დაწყებამდე ყველა ჯანმრთელად იყოს, რადგან წამყვანი მოთამაშეების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. 10 დღეში ოთხი თამაში გვაქვს, რაც ძალიან რთულია ყველა ფეხბურთელისთვის. ამიტომ, ყველა მოთამაშე გვჭირდება და, რაც მთავარია, კარგი სტარტი და ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყება”.