21-წლამდელების წარმატებული სერია ესტონეთთან გაგრძელდა

0
11

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით წაუგებელი მატჩების სერია ოთხამდე გაზარდა – 3 გამარჯვება და 1 ფრე. ჩვენმა ახალგაზრდულმა ესტონელ თანატოლებს გორში უმასპინძლა და ზედიზედ მეორედ მოიგო. ევრო 2021-ის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ შეხვედრაში შინ აზერბაიჯანთან და სლოვაკეთთან მოგებასაც თუ გავითვალისწინებთ, 21-წლამდელების წარმატებული სერია 6 შეხვედრას შეადგენს. თუმცა, მაშინ გუნდს ვასილ მაისურაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო შესარჩევი გია ცეცაძემ დაიწყო.
ქართველმა ფეხბურთელებმა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისადმი მხარდაჭერა უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამკლავურებით გამოხატეს.
მე-7 წუთზე გიორგი გაგუამ ბურთის მიღების დროს მეტოქე კარგი ფინტით ჩამოიცილა და ბურთი მეტოქის საჯარიმოში გახსნი გიოგი გულიაშვილს შეაყოლა, რომელმაც კარიდან გამოსულ ლაპას ბურთი ვერ ააცილა. ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი ერთ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოს გარედან ძლიერად, მაგრამ ცოტა არაზუსტად დაარტყა.
ტაიმის შუწელში „ალავესის“ მეორე გუნდში მოასპარეზე გიორგი გაგუა მეტოქის საჯარიმოში ერთ ესტონელს გასცდა, ბურთზე „დატრიალდა“ და მახვილი კუთხიდან დაარტყა – ლაპამ საიმედოდ ითამაშა.
32-ე წუთზე, მასპინძლების შეტევის დროს ესტონელთა უკანახაელი შეცდა და ლაპასთან პირისპირ დარჩენილ გაგუას ესტონელთა მეკარემ არ გაატანინა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა, რასაც ბალტიისპირელთა კაპიტნის მიერ წესის დარღვევა მოჰყვა. საჯარიმო დარტყმა მოისწრაფიშვილმა შეასრულა და ანგარიში გაიხსნა.
ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მილიმ მძიმე ტრავმა მიიღო და საკაცით გაიტანეს, ხოლო მის მაგივრად თამაშში კალასი ჩაერთო.
54-ე წუთზე, სანდრო კალანდაძემ მოედნის ცენტრიდან ესტონელი მცველების ზურგსუკან საუცხოო პასი გაუკეთა მოისწრაფიშვილს, რომელმაც მასპინძლების მეკარის დაბნეულობით ისარგებლა და ახალგაზრდულ ნაკრებში თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
57-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გაზრდა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ირაკლი აზაროვის ჩაწოდების შემდეგ ბალტიისპირელთა კარის წინ მდგომმა ივა გელაშვილმა თავით ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
66-ე წუთზე, ლევან ხარაბაძე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პარი გაგუას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი კარს გადაცდა. 75-ე წუთზე ესტონელმა ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმის შეასრულების დროს ბურთი საქართველოს ნაკრების კართან ჩაჰკიდა, სადაც ტამმა ყველას დაასწრო და თავით გაიტანა – ამ ეპიზოდში მასპინძელთა ცენტრალური მცველები შეცდნენ და ბულისკერიაც კარიდან არ გამოვიდა. მანამდე, ესტონეთმა ბოლო 10 მატჩში ერთი გოლი გაიტანა ლატვიასთან.
89-ე წუთზე გაგუას პასის შემდეგ ესტონელთა კართან ახლოს მყოფმა ლევან ხარაბაძემ მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბურთი მეკარემ მოიგერია.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაგუამ მეტოქის საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და ესტონელი მცველის შეცდომის შემდეგ ბურთი დარციმელიას მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა.
ოთხ წუთში მატჩში წერტილი შოთა შეყილაძემ დასვა, რომელიც მოედანზე 2 წუთის შემოსული იყო.
საქართველო – ესტონეთი 4:1 (1:0)
29 მარტი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
საქართველო:
ბულისკერია, გოჩოლეიშვილი (კაპანაძე, 63), კალანდაძე, აზაროვი (ხარაბაძე, 63), გელაშვილი, ჯინჯოლავა, შოთა  ნონიკაშვილი (ფარულავა, 90+4), გულიაშვილი (კ) (ინჯგია, 63), მოისწრაფიშვილი (აბულაძე, 88), გაგნიძე (დარცმელია, 63), გაგუა (შეყილაძე, 90+4).
მთავარი მწვრთნელი:
რამაზ სვანაძე.
ესტონეთი: ლაპა, ჰუსარი, გრაუბერგი (პევცოვი, 68), კურაკსინი, პელტი, საარმა (კომისაროვი, 46), იარვისტე, მიხაილოვი, სარნინი, ტამი, მილი (კალასი, 40).
მთავარი მწვრთნელი:
სანდერ პოსტი.
გოლი:
1:0 მოისწრაფიშვილი (34), 2:0 მოისწრაფიშვილი (54), 2:1 ტამი (75), 3:1 დარცმელია (90+2), 4:1 შეყილაძე, (90+6).
გაფრთხილება:
იარვისტე (33), ტამი (45+1), კომისაროვი (49), გრაუბერგი (65), მოისწრაფიშვილი (74), კომისაროვი (86), კურაკსინი (90+2).
გაძევება: კომისაროვი (86).
მთავარი მსაჯი:
გიორგი ყრუაშვილი.