„რომა“ სერბ მეკარეს იმატებს

0
3

მეკარე მილე სვილარი, რომელიც ამჟამად ლისაბონის „ბენფიკაში“ გამოდის, კარიერას „რომაში“ განაგრძობს. 22 წლის სერბმა ფეხბურთელმა, რომელიც ბელგიაში დაიბადა, მომავალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
ის „რომაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან მიმდინარე სეზონის ბოლოს პორტუგალიელებთან კონტრაქტი ეწურება.
სვილარმა 2021-2022 წლების სეზონში „ბენფიკას“ სარეზერვო გუნდში 11-ჯერ ითამაშა და 17 გოლი გაუშვა, ხოლო 4-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. სვილარმა შარშან სერბეთის ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა.