კლუივერტი „რომაში“ არ დაბრუნდება

0
13

„ნიცას“ 22 წლის თავდამსხმელის ჯასტინ კლუივერტის გამოსყიდვა „რომადან“ სურს, იუწყება La Gazzetta dello Sport. მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რომელიც ფრანგულ კლუბში იჯარით თამაშობს, ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. კლუივერტის კონტრაქტის საკომპენსაციო თანხა 38 მილიონ ევროს შეადგენს.
იტალიურ კლუბში გადასვლამდე ნიდერლანდელი ამსტერდამის „აიაქსში“ და „ლაიფციგში“ გამოდიოდა. რომამ კლუივერტი „აიაქსიდან“ 2018 წლის 1 ივლისს 17,25 მილიონ ევროდ შეიძინა.