კანადის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ ითამაშებს

0
10

კანადის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ყატარში გასამართი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ჯონ ჰერდმენის შეგირდებმა კონკაკაფის საკვალიფიკაციო ზონის შესარჩევი ციკლის ბოლოს წინა მატჩში იამაიკა 4:0 დაამარცხეს და 36-წლიანი პაუზის შემდეგ მუნდიალზე გავიდნენ. კანადელებმა 13 შეხვედრაში 28 ქულა მოიპოვეს და შესარჩევის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ყატარში გამგზავრება გაინაღდეს.
მიუნხენის „ბაიერნის“ კანადელმა ლეგიონერ ალფონსო დევისს, რომელსაც  მსუბუქი მიოკარდიტის ნიშნები აქვს და ამჟამად მკურნალობს, ეროვნული ნაკრების მაისურში გამოწყობილს იამაიკასთან შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ინტერნეტში მიჰყავდა და მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ატირდა. კანადა მე-20 გუნდია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება ოფიციალურად გაიფორმა.
კანადამ მსოფლიო პირველობაზე პირველად 1986 წელს მექსიკაში იასპარეზა. მაშინ ჩრდილოეთ ამერიკელები ჯგუფში საფრანგეთთან, საბჭოთა კავშირთან და უნგრეთთან ერთად მოხვდნენ. კანადელებმა სამ მატჩში ქულა ვერ აიღეს და ბოლო ადგილზე გავიდნენ. ჯგუფში პირველი პოზიციაზე 5 ქულით საბჭოთა კავშირმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაში ალექსანდრე ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე ირიცხებოდნენ.
დღესდღეობით მუნდიალზე თამაში შემდეგმა ნაკრებებმა გაინაღდეს:
მასპინძელი: ყატარი

ევროპა: გერმანია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები

ამხრეთ ამერიკა – ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, ურუგვაი

აზია: ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი

კონკაკაფი:  კანადა.