ბექა ბურჯანაძემ სასტარტოში ითამაშა

0
9

ბექა ბურჯანაძის ბეტისი ესპანეთის უმაღლესი – ლიგა ენდესაში დასარჩენად იბრძვის, თუმცა საიმედო ამ ტურში ვერაფერი ქნა. ბეტისელებმა მორიგ ტურში “უნიკახას” ესტუმრნენ და 80:96 დამარცხდნენ.  სასიამოვნო ამბავი კი ისაა, რომ ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა.
ბექამ მოედანზე 21:32 წუთი გაატარა და ეს ყველაზე დიდი დროა გასული წლის 11 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ქართველმა ლეგიონერმა ხუვენტუტთან 25:29 წუთი ითამაშა.
ამჯერად, ბურჯანაძის მონაგარი 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი იყო. მან ხუთივე ორქულიანი ააცილა, თუმცა, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დააფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბეტისის მაჩვენებლები 6 მოგება და 18 მარცხია და ის უახლოეს კონკურენტებს 2 გამარჯვებით ჩამორჩება, ამდენად, ელიტაში დასარჩენად დიდი ბრძოლა მოუწევს. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 2 აპრილს თად მაკფადენის მურსიასთან ჩაატარებს.