ავსტრიის ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი მიდის

0
13

ფრანკო ფოდამ ავსტრიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოა. მისი განმარტებით ამის მიზეზი ყატარში გასამართი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე ვერგასვლაა.
„მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ამიტომ, ჩემი მუშაობა ავსტრიის მთავარი მწვრთნელის რანგში შოტლანდიასსთან მატჩის მერე დასრულდა“ – ციტირებს ავსტრიელ სპეციალისტს Bild.
მსოფლიო პირველობაზე გასასველი პლეი-ოფის ნახევარფინალში ავსტრიელები სტუმრად უელსთან 1:2 დამარცხდნენ. ფოდასთვის ავსტრიელთა თავკაცის თანამდებობაზე 29 მარტს შოტლანდიასთან გასამართი ამხანაგური მატჩი ბოლო იქნება.
55 წლის ფოდა ავსტრიელებს 2017 წლის ოქტომბრიდან ავარჯიშებდა და ევრო-2020-ის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.