კეინი გოლებით ბობი ჩარლტონს დაეწია

0
11

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლონდონში „უემბლიზე“ შვეიცარია 2:1 დაამარცხა. მასპინძლებიდან ერთი გოლი გუნდის კაპიტანმა ჰარი კეინმა გაიტანა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.
მან ინგლისელთა მაისურით 49-ე გოლი მიითვალა და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში ლეგენდარულ ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა. კეინმა ეს შედეგი 68 შეხვედრაში აჩვენა, ხოლო ჩარლტონმა – 106-ში.
ინგლისის ნაკრების მეგოლეებს შორის ლიდერია უეინ რუნია, რომელმაც 120 მატჩში მეტოქეთა კარი 53-ჯერ აიღო.