18-წლამდელები პორტუგალიაში სლოვაკეთს დაუზავდნენ

0
4

საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლაშა ფირცხალაიშვილი წვრთნის პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირში მეორე მატჩი ჩაატარა.
პირველ შეხვედრაში მასპინძელ პორტუგალისთან 0:5 წაგების შემდეგ, ამჯერად ფირცხალაიშვილის შეგირდები სლოვაკეთს დაუზავდა – 0:0.
ქართველი 18-წლამდელები ტურნირში ბოლო შეხვედრას 29 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებენ.
საქართველო – სლოვაკეთი 0:0
26 მარტი. პოვუა დე ვარზინი. „პავილიონ დისპორტივუ“.
საქართველო
: ბერუაშვილი (კ), გოგლიჩიძე, მორჩილაძე, დათუაშვილი, კაკულია, ლაბაძე, ნოზაძე, ჩაგანავა, ღურწკაია, იობაშვილი, გოცირიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.