„ლოკომოტივმა“ ახალგაზრდა ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

0
3

თბილისის „ლოკომოტივმა“ 16 წლის ფეხბურთელ იოანე ტაბატაძეს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ახალგაზრდა მოთამაშე „ლოკომოტივის“ აღზრდილია. ის თბილისელთა აკადემიაში 10 წლის ასაკიდან ირიცხებოდა.
ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩების გამო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში არებული პაუზა „ლოკომოტივმა“ ლიგა 3-ში მოასპარეზე დუშეთის „არაგვთან“ ამხანაგური მატჩით შეავსო. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.