კაჭარავას მეორე გოლი სამხრეთ კორეაში

0
7

ნიკა კაჭარავამ სამხრეთ კორეაში მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. რანგით მეორე ლიგის მე-7 ტურში „ჯეონამი“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის შინ „ანსანს“ შეხვდა და მატჩი 1:1 დასრულდა.
სტუმრები 22-ე წუთზე დაინაურდნენ და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. კაჭარავა თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და 77-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. მან ახალგ გუნდში 6-ჯერ (ერთხელ სასტარტოში) ითამაშა და თავი ორჯერ გამოიჩინა. „ჯეონამი“ 11 ქულით 11-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.