არიგო საკი: „სხვა ქვეყნები ვითარდებიან, ხოლო ჩვენ 60 წლით ჩამოვრჩით“

0
13

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი „სკუადრა აძურა“ ჩრდილოეთ მაკედონიასთან სინ მარცხს (0:1) და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერგასვლას გამოეხმაურა.
„გრავინა (ფეხბურთი ფედერაციი პრეზიდენტი, რედ.) კომპეტენტური ხელმძღვანელია და მან ცივი გონებით უნდა გაანალიზოს ვითარება. ემოციებით ხელმძღვანელობა საჭირო არაა. იმედია, ის ყველაფრის გადაწყვეტას უბრალოდ მწვრთნელის გაძევებით აპირებს.
პრობლემა უფრო სერიოზულია, გაცილებით სერიოზული. იტალიური ფეხბურთი კულტურული ჩამორჩენის გამო იჩაგრება, რადგან ახალი იდეები არაა. სხვა ქვეყნები ვითარდებიან, ხოლო ჩვენ 60 წლით ჩამოვრჩით.
ამას მკაფიოდ ვამბობ – არსებულ ვითარებაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავენი მოთამაშეები და მწვრთნელი არიან. ეს ინსტიტუციონალური პრობლემაა“ – განუცხადა La Gazzetta dello Sport-ს იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა თავკაცმა.