ანხელ დი მარია: „შესაძლოა, ნაკრებში ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო“

0
8

ანხელ დი მარიას სანაკრებო კარიერაში შესაძლოა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ვენესუელასთან ბოლო აღმოჩნდეს. არგენტინის ეროვნული გუნდის გარემარბმა ამის შესახებ შინ 3:0 მოგების შემდეგ განაცხადა.
„უბრალოდ მსურს რომ ყველას მადლობა გადავუხადო უდიდესი სსიყვარულისთვის, რომელიც ვიგრძენი. ყოველთვის ვოცნებობდი ყველაფერ იმაზე რაც ამ საუცხოო საღამოს მივიღე. შესაძლოა, ეს მატჩი ჩემთვის არგენტინის ნაკრებში ბოლო იყო.
იმის თქმა, რომ მშვენიერი საღამო იყო, არაფრის თქმაა. მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა. ათასჯერ მადლობელი ვარ. გუნდს საუცხოო საღამოს ვულოცავ. იდეალურად ვითამაშეთ. ერთად ზრდა და ოცნება უნდა განვაგრძოთ. წინ არგენტინა“  – დაწერა თავის ინსტაგრამის გვერდზე დი მარიამ, რომელიც თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო და გოლის გატანის გარდა, საგოლე პასი მესის გაუკეთა.