ბუდუ ზივზივაძე: “ბავშვობის ოცნება ამიხდა – ნაკრებმა ჩემი გოლით მოიგო”

0
27

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველ მატჩში ბოსნიას გასვლაზე ბუდუ ზივზივაძის გოლით 1:0 სძლია. შეხვედრის შემდეგ ერთადერთი ბურთის ავტორმა შემდეგი განაცხადა:
“რთული თამაში იყო. ბოსნია-ჰერცეგოვინა კარგი გუნდია. საკუთარი მაყურებლის წინაშე გამარჯვების მოპოვება სურდათ. ვფიქრობ, დაცვით ფაზაში ჩვენმა გუნდმა კარგად იმუშავა. განსაკუთრებით მცველებმა და მეკარემ. გოლი არ გავუშვით, რაც ძალიან კარგია. გახარებულები ვართ წლის პირველ შეხვედრაში გამარჯვებით.
ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით. ბავშვობის ოცნება ამიხდა და ორმაგად სასიხარულოა, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიგო. თუმცა, ყოველთვის მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო და დავეხმარო გუნდს, იქნება ეს გოლი, თუ უბრალოდ კარგი თამაში. გოლის ეპიზოდში კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა, კარგი პასი მომცა და ისღა დამრჩენოდა, რომ გოლი გამეტანა”.