19-წლამდელების ფრე ისლანდიასთან – ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთი გავიდა

0
13

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ხორვატიაში მიმდინარე ელიტ რაუნდის მე-4 ჯგუფში მეორე მატჩი ჩაატარა. ვასილ მაისურაძის შეგირდები  სასტარტო შეხვედრაში რუმინეთთან 1:5 წაგების შემდეგ, ისლანდიას დაუპირისპიდნენ და ქულა აიღეს – 1:1.
თამაშის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 73-ე წუთზე სკანდინავიელების კარი თორნიკე დუნდუამ აიღო და ეს გოლი საბოლოოდ მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა. რუმინეთთან პაექრობის მსგავსად მაისურაძის გაწვრთნულმა გუნდმა თამაში ისევ კაცნაკლულმა დაასრულა – 89-ე წუთზე 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო ცხოვრებაშვილი გააძევეს. ისლანდეილებმა გოლი ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზე გაიტანეს.
საქართველო-ისლანდიის დაპირისპირებამდე რუმინეთმა ხორვატია 2:1 დაამარცხა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატში თამაში გაინაღდა. ბოლო ტურში, რომელიც 29 მარტს შედგება რუმინეთი ისლანდიას ეთამაშება, ხოლო საქართველო ხორვატიას. რუმინელებს 6 ქულა აქვთ და ისლანდიელებთან წაგების შემთხვევაშიც ევროპის საგზურს ვერავინ შეეცილება. ხორვატიას 3 ქულა აქვს და ბოლო ტურში ქართველების დამარცხების შემთხვევაში რუმინეთს გაუთანაბრდება, მაგრამ ელიტ რაუნდის ფორმატი პირველ ყოვლისა უპირატესობას ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგს ანიჭებს. ელიტ რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ პირველ ადგილზე გასული გუნდი ხვდება.
საქართველო – ისლანდია 1:1 (0:0)
საქართველო:
ხარატიშვილი, ხვადაგიანი, დუნდუა, უგრეხელიძე, გვიშიანი (გოგნაძე, 53), აბუაშვილი, გიზო მამაგეიშვილი (კ), ბაგრატიონი (პირტახია, 74), ცხოვრებაძე, წულუკიძე (კეკელიძე, 74), კვერნაძე (გეგუჩაძე, 7).
გოლი: 1:0 დუნდუა (73), 1:1 ორი სტეინ ოსკარსონი (90+8).
გაფრთხილება: ბაგრატიონი (15), ცხოვრებაშვილი (34), დუნდუა (43), ხარატიშვილი (59), ცხოვრებაშვილი (89).
გაძევება: ცხოვრებაშვილი (89).
მთავარი მსაჯი: ლუკას სოტირიუ.