ბლაგოია მილევსკი: „იტალიელებს მათ სტილში მოვუგეთ“

0
8

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელის ბლაგოია მილევსკის თქმით, „სკუადრა აძურა“ იტალიურ სტილში დაამარცხეს. მან ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფის ნახევარფინალში პალერმოში იტალიასთან 2:1 გამარჯვებისა და ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა, სადაც 29 მარტს სტუმრად პორტუგალიას სეხვდება.
„მათ იტალიური სტილში მოვუგეთ – გოლი ისე გავიტანეთ, რომ კარში მხოლოდ ორჯერ დავარტყით. ამ მოგებამ ძალიან გამახადა და ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ.
ელმასი ფინალისთვის დაბრუნდება და ჩვენს გუნდს გააძლიერებს. ტრაიკოვსკიმ ძალიან გამახარა. ჩვენ სწორედ ასე თამაშს ვგეგმავდით. ვიცით, რომ იტალია საუცხოო გუნდია, რომელიც ჩემპიონებისგან შედგება, მაგრამ ისე ვითამაშეთ როგორც საჭირო იყო.
ჩვენი ძლიერი მხარეები ვიცით. თამაშამდე ბიჭებს ვთხოვე, რომ მათ სიამოვნება მიეღოთ რაც გამოვიდათ“ – იუწყება მილევსკის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.