ბეილი: „ჩემი ქვეყნისთვის მთებს გადავატრიალებ“

0
12

გარეთ ბეილს მიაჩნია, რომ ფეხბურთში დასამატკიცებული არავისთვის არაფერი აქვეს. უელსის ნაკრების კაპიტანმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში შინ ავსტრიასთან (2:1) მოგებულ მატჩში დუბლის შესრულების შემდეგ განაცხადა.
„გულწრფელად ვიტყვი, რომ პასუხები გასაცემი არავისთვის მაქვს. არავითარი სიგნალების გაგზავნა არ მჭირდება, რადგან ეს ჩემი დროის ფუჭი კარგვაა. ეს ყველაფერი გულისამრევია და მათ საკუთარი თავის მაგივრად უნდა რცხვენოდეთ. ასეთი რამ არ მანერვიულებს და მორჩა.
საჯარიმო დარტყმის გატანა შემიძლია, როდესაც თამაშის საშუალება მაქვს. სასიამოვნო იყო ყურება თუ როგორ შეფრინდა ბურთი კარში. პირველმა გოლმა ძალა შეგვმატა და მეორეც სიმპათიური გამოვიდა.
თამაშის ბოლოს კუნთები დამეძაბა რაც ნორმალურია. თუმცა, ჩემი ქვეყნისთვის მთებს გადავატრიალებ და ყველა ასეთი განწყობით ვთამაშობდით“ – განუცხადა „რეალის“ გარემარბმა Sky Sports.