გოგა ბითაძე – კვლავ ერთი ნაბიჯი ორმაგ დუბლამდე

0
20

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერზმა” ლიგაში კალიფორნიის შტატის დედაქალაქის საკრამენტოს წარმომადგენელ “კინგზს”  უმასპინძლა და ერთქულიანი სხვაობითდა 109:110 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე არასრული 30 წუთი გაატარა. სამწუხაროდ გოგას ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა.  ქართველმა ცენტრმა 20 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), ორი შედეგიანი გადაცემა და თითო-თითო ჩაჭრა-ბლოკი მოაგროვა.
“პეისერზი” 25 მოგებითა და 48 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცამეტე ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 25 მარტს, “მემფის გრიზლის” წინააღმდეგ ჩაატარებს.