ბათუმის “დინამომ” კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა

0
14

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის “დინამოში” ითამაშებს. ეს ინფორმაცია ბათუმური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ყაზანის “რუბინი” დატოვა და მინიმუმ ივნისამდე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონში ითამაშებს.
თბილისის “დინამოს” და “რუსთავის” შემდეგ, ბათუმის “დინამო” მესამე ქართული კლუბია, რომლის ღირსებას კვარაცხელია დაიცავს. მან მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში უკრაინის შეჭრის გამო, ფიფამ რუსეთისა და უკრაინის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ლეგიონერებს ივნისამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა კლუბში გადასვლის უფლება მისცა.
ყაზანის “რუბინმა” კვარაცხელიასთან კონტრაქტის შეჩერება თავის ვებგვერდზე დაადასტურა:
“საფეხბურთო კლუბ „რუბინმა“ და ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტეს. ფეხბურთელის მხარემ კლუბთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც შრომითი ხელშეკრულების შეჩერებაზე ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს. მადლობა ხვიჩას რუბინში გატარებული დროისთვის და წარმატებებს გისურვებთ”.