ბერიძე კვარაცხელიას და დავითაშვილის ტრანსფერზე

0
15

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის მის კლუბში სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„გავრცელებულ ცნობებს ამ ეტაპზე მხოლოდ ასე შემიძლია გამოვეხმაურო: ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით, თუ ეს ფეხბურთელები ბათუმის „დინამოში“ აღმოჩნდებიან და გარკვეულ პერიოდს ჩვენს გუნდში გაატარებენ, მაგრამ ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების საფუძველი არ გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა წარმატებები ვუსურვო ხვიჩას და ზურიკოს საქართველოს ნაკრებთან ერთად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში“ – ციტირებს ბერიძეს ბათუმელთა ოფიციალური ფეისბუქის გვერდი.
გავრცელებული ინფორმაციით კვარაცხელიამ და დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგა დატოვეს, ხოლო “დინამოში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ფიფამ რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ფებურთელებს ივნისამდე სხვა გუნდში გადასვლის უფლება კომპენსაციის გარეშე დართო. მათ ახალი კლუბები 7 აპრილამდე უნდა მოძებნონ.