სანდრო მამუკელაშვილის სუპერმატჩი

0
8

სანდრო მამუკელაშვილმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მოგეხსენებათ, 22 წლის ქართველი ფორვარდი “მილუოკი ბაქსის” საკუთრებაა, რომელსაც ორმხრივი კონტრაქტი აქვს და ნბა-ს პარალელურად, პრაქტიკის მისაღებად, G-ლიგაშიც თამაშობს, სადაც მილუოკელთა სარეზერვო გუნდის – “ვისკონსინ ჰერდის” ღირსებას იცავს.
“ვისკონსინი” შინ კანადურ “რეპტორსს” დაუხვდა და 115:130 წააგო. საკვანძო გამოდგა მე-3 მეოთხედ, რომელშიც სტუმრებმა 36:19 იმარჯვეს. მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34 წუთში 30 ქულა, 21 მოხსნა (8 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ქართველი ფორვარდისთვის ქულებსა და მოხსნებში აღნიშნული მაჩვენებლები G ლიგის კარიერაში საუკეთესოა.
სანდრომ თამაშიდან 17-დან 12 სროლა გამოიყენა (4-დან 1 სამქულიანი), ბურთი 7-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ამასთან, ის სეზონში მხოლოდ მე-3 კალათბურთელი გახდა, ვინც მინიმუმ 30 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა.
საინტერესოა, რომ მამუკელაშვილმა G ლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-5, სულ კი, მე-7 ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო კიდევ ორ შემთხვევაში დაბლ-დაბლამდე თითო მოხსნა დააკლდა. სულ, ქართველ ლეგიონერს ვისკონსინში 11 მატჩი აქვს ჩატარებული და ასეთი საშუალო მაჩვენებლები აქვს: 20.3 ქულა, 10.1, 2.7 პასი.
ვისკონსინ ჰერდს აღმოსავლეთ კონფერენციაში 8 მოგება და 20 მარცხი აქვს და მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 მარტს ისევ რეპტორსთან ჩაატარებს.