მზადება ბოსნიასთან მატჩისთვის – გუნდი სრულად შეიკრიბა

0
8

საქართველოს ნაკრები საწვრთნელ პროცესს ს.კ. “სარაევოს” ბაზაზე გადის. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა 23 მარტს 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს ლაშა დვალი.
ვაკო ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებს სარაევოში უკვე შეუერთდა, თუმცა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ლეგიონერი გუნდთან ერთად ვარჯიშს 24 მარტს დაიწყებს.

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): “ყველა ერთა ლიგისთვის ვემზადებით, ამხანაგური მატჩებისთვის გუნდები კარგად არის შერჩეული. დაახლოებით ისეთი დონის გუნდები არიან, რომლებსაც ჯგუფში უნდა დავუპირისპირდეთ. რთული თამაში გველოდება, რაც ბევრ რამეს დაგვანახებს”.
ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ეს ორი ამხანაგური თამაში გენერალური რეპეტიციაა ერთა ლიგის დაწყებამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებში სწორი ბალანსი იპოვოს. განსაკუთრებით, ახალ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც დებიუტი ექნებათ და რომლებიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ.
მნიშვნელოვანი, რომ დადებითი მუხტი, რომელიც ზედიზედ სამ თამაშში გამარჯვებამ მოიტანა, ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს. ამისთვის აუცილებელია თამაშის კარგი ხარისხი და შედეგი”.

საქართველოს ნაკრები მატჩამდე ბოლო ვარჯიშს კვლავ ს.კ. “სარაევოს” ბაზაზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ჩატარდება.

24 მარტის განრიგი 
18:00 ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
19:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო);
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი ქალაქ ჟენიცაში 25 მარტს, 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.