21-წლამდელები ესტონეთთან მატჩისთვის ემზადებიან

0
13

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, 29 მარტს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
რამაზ სვანაძის გავრთნილი გუნდი, ესტონელებთან მატჩისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი).
მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი).
ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ოთარ ფარულავა (გაგრა), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი).
თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი).
სამშაბათს, 18:00 საათზე, შეხვედრის სატელევიზიო რეპორტაჟს “სილქ უნივერსალი” შემოგთავაზებთ.