პოგბას მსოფლიოს ჩემპიონის მედალი მოპარეს

0
8

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოგებული ოქროს მედალი მოპარეს.
„მე და ოჯახის წევრები კარგად ვართ. უცნაური კვირა მქონდა. ჩემპიონთა ლიგაში „ატლეტიკოსთან“ მატჩის დროს სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოვხვდი, ხოლო სახლში როდესაც ვბრუნდებოდი შევიტყვე, რომ ჩემი სსახლი გაქურდეს და სეიფი წაიღეს. მასში დედაჩემის სამკაულები და მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებული იდო.
თუმცა, ყველაზე სასინელება ისაა, რომ ძარცვის დროს სახლში ჩემი შვილები ძიძასთან ერთად იმყოფებოდნენ. მან ყველაფერი გაიგო და მას რაც ჩემს მეუღლესა და დაცვას დაურეკა, ოთახში ჩაიკეტა. ამის შემდეგ რამდენიმე დღე შოკიდან ვერ გამოვიდა. ყველაზე მთავარია, რომ ბავშვები კარგად არიან“ – ციტირებს პოგბას getfootballnewsfrance.com.