კვარაცხელიას ბათუმის „დინამოს“ თამაში პრაქტიკულად გადაწყვეტილია

0
4

ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის „დინამოში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ბათუმელთა ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა გამოაქვეყნა ფოტო წარწერით – „Guess who? გამოიცანი ვინ არის“.
მასზე კვარაცხელიას სილუეტია გამოსახული, რომელიც ,მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თბილისში ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს აღნიშნავს.
21 წლის გარემარბი ამჟამად სარაევოშია და საქართველოს ნაკრებთან ერთად 25 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. რუსული მედიის ინფორმაციით კვარაცხელიამ ფიფას მიერ მიღებული წესით ისარგებლა რომლის თანახმად რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ლეგიოენრებს ივნისამდე კლუბის დატოვება და კარიერის სხვაგან გაგრძელება შეუძლიათ.
კვარაცხელიამ განვლილ უქმეებზე „რუბინს“ სტუმრად მოსკოვის ცსკა-სთან 1:6 წაგებულ შეხვედრაში უკაპიტნა და შემდეგ შეკრებაზე გაემგზავრა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არაა ბათუმელთა რიგებს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი შემტევი ზურიკო დავითაშვილი შეურთდეს, რომელმაც ეს სეზონი ტულას „არსენალში“ დაიწყო.