„იუვენტუსს“ ზაფხულში სალაჰის შეძენა სურს

0
6

„ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი გამორიცხული არაა იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს, იუწყება La Gazzetta dello Sport.
ეგვიპტის ეროვნული ნაკრების 29 წლის კაპიტნის შეძენა ტურინის „იუვენტუსს“ სურს. ტურინელები სალაჰს არგენტინელი პაულო დიბალას შემცვლელად განიხილავენ, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წავა. La Gazzetta dello Sport-მა „ლივერპულს“ სალაჰის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე უკვე მიმართა.
ეგვიპტელი მერსისაიდულ კლუბში 2017 წელს „რომადან“ გადავიდა. მას ინგლისელებთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება. სალაჰმა ლივერპულელთა მაისურით ყველა ტურნირში 239 მატჩი ჩაატარა და 153 გოლი გაიტანა. მან ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.