გორან პანდევი: „იტალიაში ტექნიკური დონე დაეცა“

0
10

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტან გორან პანდევს, რომელიც ამჟამად „პარმაში“ გამოდის, მიაჩნია, რომ განვლილ 20 წლის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატში ტექნიკური დონე დაეცა.
„იტალიის ნაკრებში ბევრი კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის მისსავე მოედანზე დამარცხება იოლი ნამდვილად არაა. მანჩინიმ თავის გუნდთან ერთად ისტორიაში კარგი ფურცელი ჩაწერა.
თუმცა, იმასთან შედარებით რაც 20 წლის წინ იყო, როდესაც ამ ჩემპიონატში სათამაშოდ ჩამოვედი, ტექნიკური დონე დაეცა. ამიტომ, ბევრი „მოხუცი“ როგორიც მე, იბრაჰიმოვიჩი, კიელინი და კვალიარელა ვართ, ასე კარგად ვთამაშობთ“ – იუწყება პანდევის ნათქვამს იტალიური მედია.