ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერში“ გასაუბრება გაიარა

0
3

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგთან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელებთან გასაუბრება გაიარა, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის ტვიტერის გვერდზე.
მანჩესტერელთა მესვეურები 52 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტის ინგლისურის ცოდნით კმაყოფილნი დარჩნენ. თუმცა, გუნდის ახალი თავკაცის შერჩევის დროს სხვა ბევრ ფაქტორსაც გაითვალიწინებენ.
გერმანელი რალფ რანგნიკი, რომელიც ამჟამად „იუნაიტედს“ წვრთნის სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებს და მანჩესტერელთა ხელმძღვანელები მის შემცვლელს უკვე ეძებენ. მათ სიაში ერიკ ტენ ჰაგის გარდა, კიდევ რამდენიმე კანდიდატია – პსჟ-ს თავკაცი მაურისიო პოჩეტინო, „სევილიას“ მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი და ესპანეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი ლუის ენრიკე.