ვან ნისტელროი პსვ-ს გაწვრთნის მთავარი კანდიდატია

0
12

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „რეალის“ ყოფილმა ფორვარდმა რუდ ვან ნისტელროიმ დიდი შანსია პსვ ჩაიბაროს, იუწყება Eindhovens Dagblad.
ამჟამად, ეინდჰოვენელებს გერმანელი როჯერ შმიდტი წვრთნის, რომელიც ზაფხულში თანამდებობას დატოვებს და მისი შეცვლის უმთავრესი კანდიდატი 45 წლის ვან ნისტელროია, რომელია ამჟამად პსვ-ს ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის.
რუდ ვან ნისტელროი პსვ-ში 2016 წლიდან მუშაობს. მანამდე, ის ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტი იყო.