რონალდუ: „მოდით ეს გავაკეთოთ“

0
10

კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყველაფერს გააკეთებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი კანონიერი ადგილი დაიკავოს.
„სრული კონცენტრაცია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის. როგორც ყოველთვის მეამაყება, რომ პორტუგალიას წარმოვადგენ. ვიცით, რომ გზა იოლი არ იქნება.
დიდი პატივისცემით ვეპყრობით ჩვენს მომავალ მეტოქეებს, რომლებსაც იმავე მიზანი აქვთ, რაც ჩვენ. თუმცა, ერთად ვიბრძოლებთ, რომ პორტუგალიამ თავისი კანონიერი ადგილი დაიკავოს. მოდით, ეს გავაკეთოთ“ – დაწერა პორტუგალის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა თავისი ინსტაგრამს გვერდზე.
მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში 24 მარტს პორტუგალია თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში 29 მარტს ფინალში იტალია – ჩრდილოეთ მაკედონიას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.