ფრანგულმა მედიამ პოჩეტინოს ხელფასი გაასაჯაროვა

0
52

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს ხელფასი ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe გაასაჯაროვა. როგორც გაირკვა, არგენტინელი სპეციალისტია ანაზღაურება თვეში 1,1 მილიონი ევროა საგადასახადო თანხის დაქვითამდე.
პოჩეტინო საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. მეორე ადგილი ხორხე სამპაოლის („მარსელი“) და კრისტოფ გალტიეს („ნიცა“) უკავიათ, რომლებიც 330000-330000 ევროს გამოიმუშავებენ.
თუ პოჩეტინოს დაითხოვენ, მაშინ კლუბის არგენტინელსა და მის სამწვრთნელო შტაბს 20 მილიონ ევროს გადაუხდის.