ნეიმარი პსჟ-ში მესიზე მეტს გამოიმუშავებს

0
4

საფრანგეთის ლიგა 1-ში ყველაზე დიდი ხელფასი პსჟ-ს ფორვარდ ნეიმარს აქვს. ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი თვეში 4,083 მილიონ ევროს იღებს. მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი არგენტინელი ლიონელ მესია – თვეში 3,375 მილიონი ევროა. მესამე პოზიციაზე ასევე პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპეა – თვეში 2,22 მილიონი ევრო.
სხვათა შორის, ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად 20 მოთამაშეს შორის 18 პსჟ-დანაა. დანარჩენი ორი მოთამაშე „მონაკოს“ წარმოადგენს – ვისამ ბენ-იედერი (მე-15 ადგილი, თვეში 650000 ევრო) და ესპანელი სესკ ფაბრეგასი (მე-18 ადგილი, თვეში 600000 ევრო).