კესიემ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი შეათანხმა

0
4

„მილანი“ ნახევარმცველი ფრანკ კესიე „ბარსელონას“ პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის ტვიტერის გვერდზე.
კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა კატალონიური კლუბთან  2026 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ივნისში შევა, როდესაც 25 წლის კესიე ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ის ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ ბონუსის სახით 6,5 მილიონ ევროს მიიღებს.
კესიე, რომელსაც „მილანთან“ კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება, იტალიურ გუნდში 2017-2018 წლების სეზონიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 215 მატჩში 38 გოლი გაიტანა.