საქართველო რეიტინგში დაწინაურდა

0
14

საქართველოს სარაგბო ნაკრების ესპანეთთან მატჩს რეიტინგის თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. წაგების შემთხვევაში ჩვენებს მე-14 პოზიციაზე მყოფი იტალია უსწრებდა, რომელმაც ექვს ერზე 2015 წლის შემდეგ პირველი თამაში მოიგო. საბედნიეროდ, “ბორჯღალოსნებმა” მატჩი დამაჯერებლად მოიგეს და რეიტინგში სამოას გაუსწრეს. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილ გუნდს 73.78 ქულა აქვს და სადღეისოდ მე-12 პოზიციაზეა.
საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი რეიტინგში მე-11 ადგილია. ნაკრებმა ამ ნიშნულს ორჯერ, 2016 და 2019 წლებში მიაღწია.