“რეალის” ფიასკო “ელ კლასიკოში” – “ბარსელონას” სრული დომინაცია “სანტიაგო ბერნაბეუზე”

0
53

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული „ელ კლასიკო“ „ბარსელონას“ სრული ტრიუმფით დასსრულდა. ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ კატალონიელები მიიღო და 4 უპასუხო ბურთი გაუშვა.
მადრიდელთა „რბევა“ 29-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დაიწყო, რომელმაც ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, 38-ე წუთზე, „ბარსელონამ“ კუთხური ჩააწოდა და მეტოქის კარი თავურით პორტუგალიელმა მცველმა არაუხომ აიღო.
47-ე წუთზე, საშინლად მოთამაშე მადრიდელთა დაცვა ისევ ჩავარდა და ტიბო კურტუასთან პირისპირ გასულმა ფერან ტორესმა სტუმრები კიდევ უფრო დააინაურა. ოთხ წუთსი „რეალის“ უაკანა ხაზმა ისევ უპატიებელი შეცდომა დაუშვა და გაბონელმა ობამეიანგმა დუბლი მიითვალა.
„ბარსელონამ“ „რეალი“ 21-ე საუკუნეში დიდი ანგარიშით მეცხრედ დაამარცხა. მადრიდელებმა ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხეს. „ბარსამ“ ბოლო 3 წლის მანძილზე „ელ კლასიკოში“ პირველად გაიმარჯვა და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
“რეალმა” “ბარსელონასგან” 4 გოლი 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაუშვა. მაშინ, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხულენ ლოპეტეგი დაითხოვეს.
ობამეიანგი 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც “რეალსს” ზედიზედ 5 შეხვედრაში გაუტანა – სულ თავი 6-ჯერ გამოიჩინა. “ბარსელონამდე” 32 წლის ფეხბურთელმა “რეალი” კარი დორტმუნდის “ბორუსიას” და “არსენალის” მაისურით აიღო.
ყველა ტურნირში “რეალის” 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა, ხოლო “ბარსელონა” ზედიზედ 12 თამაშია არ დამარცხებულა – 9 მოგება და 3 ფრე.
38 წლის ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა “ბარსელონას” მაისურით მე-400 მატჩი ჩაატარა.
“რეალი” 66 ქულით ლა ლიგის ლიდერია, მეორე ადგილზე “სევილიაა” 57 ქულით, ხოლო მესამეზე “ბარსელონა” 54 ქულით.