ქვილითაიას სრული მატჩი და ფრე ლიდერთან

0
9

აპოელმა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის,  კვიპროსის ჩემპიონატის ზედა ექვსეულში გათამაშების ლიდერ „აპოლონთან“ სტუმრად ქულა აიღო – 0:0.
განვლილ შეხვედრაში აპოელში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ფორვადმა გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, რომელმაც გუნდსი 90 წუთი უკაპიტნა. ნახევარმცველები თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი ტრავმის გამო განაცხადში არ იყვნენ. მასპინძლების თადარიგში გარემარბი რევაზ ინჯგია იყო, რომელიც თამაშში არ ჩართულა. „აპოლონი“ 49 ქულით ლიდერია, ხოლო აპოელს 5 ქულით ნაკლები აქვს და მეორე ადგილზეა.