კიტეიშვილი გამოჯანმრთელდა და ითამაშა

0
15

ოთარ კიტეიშვილი გამოჯანმრთელდა და გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა. მან  ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შინ პსვ-სთან წაგებულ შეხვედრაში კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაიკეთა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში შინ „კლაგენფურტთან“ 3:1 მოგებულ მატჩში დაბრუნდა. ის თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მატჩში ყველა გოლი გასული იყო. მან მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში 9-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. კიტეიშვილმა ევროპა ლიგაში 4-ჯერ იასპარეზა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
მატჩის შემდეგ “შტურმის” ფანებმა კიტეიშვილის დაბრუნება სიმღერით აღნიშნეს. „შტურმი“ 21 ქულით ავსტრიის ჩემპიონატის ზედა ექვსეულში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 12 ქულით ჩამორჩება.