ხავი: „რეალს“ რომ ასევ ვაჯობებდით არ ველოდით“

0
11

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ხავი არ ელოდა, რომ მის გუნდს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ამხელა უპირატესობა ექნებოდა. მან ამის შესახებ „ელ კლასიკოში“ სტუმრად მადრიდის „რეალთან“ 4:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა.
„ეს სასიხარულო დღეა „ბარსელონას“ ყველა ფანისთვის. ჩვენ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. „რეალს“, რომ მის სტადიონზე ასევ ვაჯობებდით არ ველოდით. მეტოქეს დასვენებისთვის ერთი კვირა ჰქონდა, ხოლო ჩვენ თურქეთიდან პარასკევს დავბრუნდით.
ფანტასტიკურად ვითამაშეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. „რეალს“ თამაშითაც და გატანილი გოლებითაც ძალიან ვაჯობეთ. სტადიონს ყურებამდე გაღიმებულები ვტოვებთ. მუშაობა უნდა განვაგრძოთ და ტიტულზე არ ვიფიქროთ“ – ციტირებს mundodeportivo.com ხავის, რომელმაც სამწვრთნელო კარიერაში პირველი „ელ კლასიკო“ მოიგო.