ლობჟანიძემ თურქეთში მერვე გოლი მიითვალა

0
13

საბა ლობჟანიძემ თავი თურქეთის სუპერლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა. 30-ე ტურში „ჰათაისსფორი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „ბეშიქთაშს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1.
მასპინძლები მე-16 წუთზე მიჩი ბაჩუაიამ დააწინაურა. 41-ე წუთზე ლობჟანიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატში ჩატარაებულ 29 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. სხვათა შორის, ლობჟანიძემ “ბეშიქთაშს” პირველ წრეშიც გაუტანა და მაშინ ჰათაელებმა 1:0 გაიმარჯვეს. „ჰათაისფორს“ 47 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.