კვარაცხელია „რუბინს“ უკაპიტნებს

0
11

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინს“ პირველად უკაპიტნებს. დღეს, რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში „რუბინი“ სტუმრად მოსკოვის ცსკა-ს შეხვდება და ყაზანელთა პრესსამსახურის ინფორმაციით კაპიტნის სამკლავურს სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოირგო.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.