არველაძის მეხუთე საშინაო მარცხი

0
9

შოთა არველაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, „ჰალმა“ სახლში მეხუთე მატჩი წააგო. 39-ე ტურში ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი შინ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ „ლუტონს“ შეხვდა და უქულოდ დარჩა – 1:3.
სტუმრებიდან მე-9 წუთზე ანგარიში ადებაიომ გახსნა და შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა. „ლუტონი“ 56-ე წუთზე კომიკმა კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო 72-ე ზე ბრიმ მასპინძლები მესამედ დაამუხრა. „ჰალიდან“ ერთადერთი გოლი ივიმა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მიითვალა.
არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალმა“ თავის მოედანზე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. ჰალელები 41 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-20 ადგილზე არიან.