ვაჩიბერაძე „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავს

0
7

ბექა ვაჩიბერაძე კარიერას ქუთაისი „ტორპედოში“ განაგრძობს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ვაჩიბერაძემ მიმდინარე სეზონი ოდესისს „ჩერნომორეცში“ დაიწყო და უკრაინის პრემიერ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა. მან რამდენიმე შეხვედრაში გუნდს უკაპიტნა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მან ოდესა დატოვა, სადაც მეორე სეზონს ატარებდა და მშობლიურ ქუთაისში დაბრუნდა. ვაჩიბერაძის მამა ყოფილი ფეხბურთელია და მას „ტორპედოში“ უთამაშია.
26 წლის საყრდენი ნახევარმცველი საქართველოში დაიბადა და უკრაინაში საცხოვრებლად 11 წლის ასაკში გადავიდა. ის თავიდან „ჩერნომორეცის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, ხოლო შემდეგ დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდელთა გუნდის კაპიტანი იყო. მას უკრაინის 17-წლამდელთა და 19-წლამდელტა ნაკრებებში უთამაშია.
ვაჩიბერაძე კარიერის განმავლობაში ასევე ესპანეთის „ბეტისის“ მეორე გუნდში, ლატვიის „რიგასში“ და ბელგიის „ლომელში“ თამაშობდა.