საქართველოს ნაკრების ახალი კაპიტნის მეორე გოლი სლოვაკეთში

0
14

გურამ კაშიამ ბრატისლავას „სლოვანის“ მაისურით სლოვაკეთის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა. ზედა ექვსეულის მორიგი ტურის მატჩში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა „სერედი“ მიიღო და 5:1 გაიმარჯვა.
სტუმრები მე-8 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო კაშიამ, რომელიც ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებისს ახალი კაპიტანია ანგარიში მე-40 წუთზე გაათანაბრა. ის 88-ე წუთზე შეცვალეს. კანკავამ წინა ტურში ტრავმა მიიღო და განაცხადში არ იყო. „სლოვანმა“ მეორე ტაიმში კიდევ 4 ბურთი გაიტანა და 60 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.
პოლონეთის ექსტრაკლასას 26-ე ტურში “რაკუვმა” “ლეგია” მიიღო და მატჩი 1:1 დასრულდა. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ მე-60 წუთიდან ითამაშა. “რაკუვი” 52 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.