ლუკა გაგნიძე 19-წლამდელებს ელიტ რაუნდში ვერ დაეხმარება

0
10

19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ელიტ რაუნდში ერთ-ერთი ლიდერი ლუკა გაგნიძე ვერ დაეხმარება. საქაართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნახევარმცველი ტრავმირებულია და რეაბილიტაციის პროცესი სჭირდება.
19-წლამდელები მომავალი ტურნირსთვის აქტიურად ემზადებიან და მაისურაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:
U19 | შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), თემურ გოგნაძე (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ზურაბ რუხაძე (საბურთალო).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ლუკა წულუკიძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), გიორგი გვიშიანი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (თელავი), გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო).
U19 | მატჩების განრიგი
23 მარტი | რუმინეთი V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | საქართველო V ისლანდია | ელიტ რაუნდი
29 მარტი | საქართველო V ხორვატია | ელიტ რაუნდი