კობახიძე „სიონში“ დაბრუნდა

0
11

ოთარ კობახიძე ისევ ბოლნისის „სიონში“ ითამაშებს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 წლის ნახევარმცველმა ერთლიანი კონტრაქტი გააფორმა. კობახიძე „სიონში“ 2015-2016 წლებში გამოდიოდა და საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონი „სამტრედიაში“ გაატარა, ხოლო მანამდე თბილისის „ლოკომოტივში“ და ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა.